ვალენტობა — ელემენტის ატომის უნარი, შეიერთოს სხვა ატომების განსაზღვრული რაოდენობა. |
ატომის ბირთვი — ატომის ცენტრალური ნაწილი, რომელშიც თავმოყრილია ატომის მთელი დადებითი მუხტი და თითქმის მთელი მასა. |
ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ორგანიზმში — ბიოქიმიური პროცესები, რომლის დროსაც წყალბადის ელექტრონი ან ატომი გადადის ერთი მოლეკულიდან (დასაჟანგიდან) მეორეში (აღსადგენში). ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების კატალიზატორებიაფერმენტები — ოქსიდორედუქტაზები. |
მარილები ქიმიაში იონური შენაერთებია, რომლებიც მჟავასა და ფუძეს შორის ნეიტრალიზაციის რეაქციით მიიღება. მარილები შედგებიან კათიონების (დადებითად დამუხტული იონები) და ანიონებისგან (უარყოფითიიონები), რომელთა შერწყმით ნეიტრალური პროდუქტი მიიღება. ეს კომპონენტი იონები შეიძლება იყოს არაორგანული (Cl−) ან ორგანული (CH3COO−), ერთატომიანი (F−) ან მრავალატომიანი (SO42−). კათიონები შეიძლება იყვნენ მეტალის იონები, ამონიუმის იონი (NH4+), კომპლექსური კათიონები და ა.შ. ანიონები კი ორგანულ და არაორგანულ მჟავათა ნაშთები. მარილებს, რომლებიც ხსნარში დისოციაციისას გამოყოფენ ჰიდროქსილის იონს ’’ფუძე მარილები’’ ეწოდებათ, ხოლო მარილებს, რომლებიც ხსნარში დისოციაციისას გამოყოფენ წყალბადის კათიონს - ’’მჟავა მარილები’’, დანარჩენებს - ’’საშუალო მარილები’’. |
დიფუზია — მატერიის ან ენერგიის გადასვლა მაღალი კონცენტრაციის არიდან დაბალი კონცენტრაციის არეში. |
ნივთიერება — ქიმიური მატერიის ფორმა, სუბსტანცია, რომელიც ყველგან გვხვდება. ნივთიერება შეიძლება იყოს - ბუნებრივი მაგალითად წყალი, ჟანგბადი; ასევე ხელოვნური - მაგალითად კაპრონი, პოლიეთილენი და სხვა. დღეისათვის ცნობილია ათ მილიონზე მეტი ნივთიერება, და მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ერთ ნაწილს ბუნებაში პოულობენ მეორეს კი ადამიანი იღებს სინთეზით. |
ატომი — მატერიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომელიც შედგება ნუკლონების მკვრივი ცენტრისგან, ხოლო ამ ცენტრს გარს აკრავს უარყოფითად დამუხტული ელექტრონები. ატომის ნუკლონები შედგება დადებითად დამუხტული პროტონისაგან და ელექტრულად ნეიტრალური ნეიტრონისგან (მხოლოდ წყალბადი-1-ის შემთხვევაში ეს ასე არაა. ის ერთადერთი სტაბილური ნუკლიდია, რომელსაც ნეიტრონები არ აქვს). ატომის ელექტრონები ნუკლონებთან ელექტრომაგნიტური ძალითაა დაკავშირებული. ატომების ჯგუფებს გაერთიანება შეუძლიათ და ამის შედეგად მოლეკულაწარმოიქმნება. |
მჟავები — რთული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულების შემადგენლობაში შედის წყალბადატომები, ამ უკანასკნელთ მეტალის ატომებით ჩანაცვლების ან მათთან გაცვლის უნარი აქვთ. მჟავები ისეთ ელექტროლიტებია, რომლებიც წყალხსნარებში დისოცირდებიან და წარმოქმნიან წყალბად–იონებს. როგორც ქვემოთ ჩანს, მჟავებისდისოციაციით წყალხსნარებში წარმოიქმნება წყალბად–იონები და მჟავას ანიონები. მჟავათა ძალა დამოკიდებულია მათი დისოციაციის ხარისხზე. მაგალითად:
|
ტუტეებს უწოდებენ წყალში ხსნად ფუძეებს. ტუტე — არის ტუტე ლითონების ტუტემიწა ლითონების და ამონიუმის ჰიდროქსიდები. დისოციაციის დროს ტუტეები წარმოქმნიან იონებს OH− და ლითონის იონებს. |