ხუთშაბათი, 02.21.2019, 6:02 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2016 » მარტი » 12 » ატომები
4:08 PM
ატომები

ატომი, რომელიც პროტონებისა და ელექტრონების ერთნაირ ოდენობას შეიცავს, ამ შემთხვევაში ის ელექტრულად ნეიტრალურია, ხოლო თუ მას ელექტრონების ნაკლებობა აქვს, ის დადებითადაა დამუხტული, უარყოფითად კი მეტი ელექტრონების შემთხვევაში. დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ატომი ცნობილია, როგორც იონი. ატომი თავის ბირთვში არსებული პროტონებისა და ნეიტრონების რიცხვის მიხედვითაა კლასიფიცირებული: პროტონების რიცხვი განსაზღვრავს ქიმიურ ელემენტს, ხოლო ნეიტრონების რიცხვი - ელემენტის იზოტოპს.

ატომის სახელი ბერძნული სიტყვიდან ἄτομος-დან მოდის (atomos, განუყოფელი), ἀ (a- "არა") და τέμνω (ვჭრი), რომელიც ნიშნავს გაუჭრელს, განუყოფელს. ატომზე წარმოდგენა, როგორც მატერიის განუყოფელი კომპონენტი, პირველად წამოჭრეს ინდოელმა და ბერძენმა ფილოსოფოსებმა. 19 საუკუნის დასასრულს და ადრეულ 20-ე საუკუნეში, ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს სუბატომური კომპონენტები და სტრუქტურა ატომს შიგნით, რისი დახმარებითაც მათ დაადგინეს, რომ ატომი გაყოფადი იყო.

ატომები უმნიშვნელო ზომის ობიექტები არიან, რომელთაც ძალიან მცირე მასები აქვთ. მათზე დაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ინსტუმენტებით, როგორიცაა scanning tunneling microscope. ატომის მასის 99.94% ნუკლონებშია კონცენტრირებული. პროტონსა და ნეიტრონს თითქმის ტოლი მასები აქვთ. თითოეულ ელემენტს სულ ცოტა ერთი იზოტოპი აქვს (არასტაბილური ნუკლონებით), რომელსაც რადიოაქტიური დაშლის გადატანა შეუძლია. ეს შეიძლება გამოვლინდეს ტრანსმუტაციაში (გარდაქმნა), რომელიც პროტონებისა და ნეიტრონების რიცხვს ცვლის ნუკლონებში. ატომებში ჩამაგრებული ელექტრონები სტაბილურ ენერგიულ დონეებს (ან ორბიტალებს) ფლობენ და შეუძლიათ მათ შორის (ენერგიულ დონეებში) გადასვლა ფოტონის შთანთქმით ან გამოსხივებით, რომელიც ენერგიულ სხვაობებს ემთხვევა. ელექტრონები ელემენტის ქიმიურ თვისებებს განსაზღვრავენ და ძლიერი გავლენა აქვთ ატომის მაგნიტურ თვისებებზე.

ნანახია: 532 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar