ხუთშაბათი, 03.28.2024, 6:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2016 » მარტი » 18 » ოქრო
3:53 PM
ოქრო

ოქრო ძვირფასი ლითონია და გამოიყენება მონეტებისსაიუვილერო ნაწარმის და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების დასამზადებლად ხელნაწერი ისტორიის დასაწყისიდანვე. ოქრო გვხვდება თვითნაბადი სახით ქვებსა და ალუვიონებში. წმინდა ოქროს კაშკაშა ყვითელი ფერი და ელვარება აქვს და ტრადიციულად ითვლება მომხიბვლელად, რასაც იგი აღწევს კოროზიისადმი მდგრადობით ჰაერსა თუ წყალში. ოქრო მიჩნეულია სიმდიდრის სიმბოლოდ და დაგროვების ობიექტია. იგი საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციასაც ასრულებს. როგორც ფულად საქონელს მასაც გააჩნია საუკეთესო ფიზიკური და ქიმიური თვისებები: ერთგვაროვნება, გაყოფადობა, პორტატიულობა (მცირე მასა და მოცულობა და დიდი ღირებულება) და სხვ.[2]ოქროს სტანდარტები განსაზღვრავს მონეტარული პოლიტიკის საფუძვლებს. ოქროს მრავალგვარი სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს.

2009 წლის მონაცემებით სულ 165 000 ტონა ოქრო იქნა დაფლული კაცობრიობის ისტორიის მანძილზე,[3]უხეშად რომ ვთქვათ, 5.3 მილიარდი ტროას უნციის ეკვივალენტი ან, მოცულობის თვალსაზრისით, დაახლოებით 8 500 კუბური მეტრი.

თუმცა ოქრო პირველადად გამოიყენება დაგროვების ობიექტად, მაგრამ მან პოვა მრავალი ინდუსტრიულიდანიშნულებაც: სტომატოლოგიასა და ელექტრობაში. ოქრომ ამას მიაღწია ოქსიდური კოროზიისადმი თავისი მდგრადობით და შესანიშნავი ელექტროგამტარობით.

ქიმიური თვალსაზრისით ოქრო გარდამავალი ლითონია, რომელიც ამჟღავნებს სხვადასხვა ვალენტობასგანსხვავებულ სიტუაციებში. სუფთა ოქრო ნაკლებად რეაქტიურია, თუმცა რეაქციაში შედის სამეფო არაყთან(მჟავების კომბინაცია), მაგრამ არა ცალკეულ მჟავებთან ან ციანიდის სხვადასხვა ტუტეებთან. ოქრო იხსნებავერცხლისწყალში და წარმოქმნის ამალგამას ფენებს, თუმცა მასთან რეაქციაში არ შედის. ოქრო მდგრადია ასევეაზოტმჟავის მიმართ, რომელიც შლის ვერცხლსა და სხვა ძირითად ლითონებს. აზოტმჟავა გამოიყენება ნივთებში ოქროს არსებობის დასადასტურებლად, საიდანაც წარმოშობილია სასაუბრო ტერმინი "მჟავური ტესტი".

ნანახია: 1129 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar