პარასკევი, 04.26.2024, 11:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2016 » მარტი » 18 » ტყვია
3:48 PM
ტყვია

ტყვია რბილი და ძლიერ პლასტიკური მძიმე ლითონია.[2] მყარ მდგომარეობაში მონაცრისფრო-მოცისფრო ფერი აქვს, გამდნარი ტყვია ელვარებს მოვერცხლისფრო-ქრომის ფრად, ხოლო აირად მდგომარეობაში გადასვლისას იგი ბუნდოვან ნაცრისფერ ნისლად იქცევა. ტყვიას ფართო გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში. მისგან მზადდება აკუმულიატორები, ვაზნები, გირები, ტოლჩები და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია რადიაციას არ ატარებს, მისგან მზადდება რადიაციასაწინააღმდეგო ფენები. კალისა და ტყვიის შენადნობი ადვილად ლღვება დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენება სადენების ერთმანეთზე მისარჩილავად.

ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია მომწამვლელია ცხოველებისთვის. იგი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს უწესრიგობას ტვინში. მეტისმეტად მაღალი კონცენტრაცია იწვევს ასევე სისხლის მიმოქცევის დარღვევას ძუძუმწოვრებში. ისევე როგორც ვერცხლისწყალი, კიდევ ერთი მძიმე ლითონი, ტყვიაც ძლიერი ნეიროტოქსინია და აზიანებს როგორც კან-კუნთოვან, ასევე ძვლოვან ქსოვილებს. ტყვიისგან მოწამვლა დოკუმენტირებულია ჯერ კიდევ ძველი რომისძველი საბერძნეთისა და ძველი ჩინეთისპერიოდიდან. მოწამვლა, ჩვეულებრივ, ტყვიის შემცველი საკვებისა და წყლის მიღებით ხდება, მაგრამ შესაძლოა ასევე გრუნტის, მტვერისა და ტყვიაზე დაფუძნებული საღებავის შემთხვევითი შესუნთქვითაც მოხდეს.

ნანახია: 1098 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar