პარასკევი, 03.29.2024, 9:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2016 » მარტი » 18 » ვერცხლისწყალი
3:46 PM
ვერცხლისწყალი

ძველ წყაროებში ვერცხლისწყლის სინონიმად ხშირად იხმარება არაბულიდან ნასესხები სინდიყი.

მარტივი ნივთიერება ვერცხლისწყალის (CAS რეგისტრაციის ნომერია: 7439-97-6) — გარდამავალი ლითონი, წარმოადგენს მძიმე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის თხევად (ოთახის ტემპერატურა) ლითონს, რომლისორთქლი ძალიან საწამლავია. ვერცხლისწყალი - ერთერთი (სულ ორი ელემენტია) ქიმიური ელემენტია(ერთადერთი ლითონი), რომლის მარტივი ნივთიერება ნორმალურ პირობებში იმყოფება თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში (მეორე ელემენტია — ბრომი). ბუნებაში არსებობს როგორც თვითნაბადი ვერცხლისწყალი, ისე ქმნის მთელ რიგ მინერალებს. ყველაზე ხშირად ვერცხლისწყალს იღებენ მისი მინერალიდან - კინოვარიდან მისი აღდგენით. გამოიყენება საზომი ხელსაწყოების დასამზადებლად, ვაკუუმის ტუმბოების, შუქის წყაროების და მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

 
ვერცხლისწყალი

 

 

 

  •  
    •  
    1ვერცხლისწყლის შენაერთები

ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები გამოიყენება ტექნიკაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში. ყვითელივერცხლისწყლის ოქსიდი (II) შედის თვალის მალამოს და კანის სამკურნალო მალამოების შემადგენლობაში. წითელი ვერცხლისწყლის ოქსიდი (II) გამოიყენება საღებავების დასამზადებლად. ვერცხლისწყლის ქლორიდი(I), რომელსაც კალომელი ეწოდება, გამოიყენება პიროტექნიკაში, ასევე გამოიყენება როგორც ფუნგიციდი. ზოგ ქვეყანაში კალომელს ხმარობენ როგორც კუჭის ამშლელ საშუალებას. ვერცხლისწყლის ქლორიდი (II), რომელსაც ეწოდება სულემა, არის ძალიან ტოქსიკური. სუემა გამოიყენება მედიცინაში როგორც სადეზინფექციო საშუალება, ტექნიკაში ის გამოიყენება ხეების დასამუშავებლად, ზოგიერთი სახის მელანის მისაღებად, ფოლადის დამუშავებაში. სოფლის მეურნეობაში ის გამოიყენება როგორც ფუნგიციდივერცხლისწყლის ამიდოქლორიდი(ვერცხლისწყლის თეთრი პრეციპიტატი) შედის ზოგიერთი მალამოს შემადგენლობაში. ვეტერინარიაში ის გამოიყენება როგორც კანის პარაზიტული დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება. ვერცხლისწყლის ნიტრატი(II) გამოიყენება ბეწვეულის დამუშავებაში და ამ ლითონის სხვა შენაერთების მისაღებად. მისი ტოქსიკურობა ისეთივეა, როგორც სულემის. ვერცხლისწყლის ბევრი ორგანული ნაერთი გამოიყენება როგორც პესტიციდი და მცენარეთა თესლების დასამუშავებლად.

ვერცხლისწყალი ბუნებაში

 
ვერცხლისწყალი ბუნებაში

ვერცხლისწყალი შედარებით იშვიათი ელემენტია დედამიწის ქერქი შეიცავს საშუალოდ 83 მგ/ტ. კონცენტრაციას. მაგრამ იმიტომ რომ, ვერცხლისწყალი ქიმიურად სუსტად უკავშირდება იმ ელემენტებს რომლებიც გვხვდება დედამიწის ქერქში, ვერცხლისწყლის მადანი შეიძლება იყოს ძალიან კონცენტრირებული ვიდრე ჩვეულებრივი ქანები. ყველაზე მდიდარი ვერცხლისწყლის მადანი შეიცავს 2,5 % ვერცხლისწყალს. ვერცხლისწყლის არსებობის ძირითადი ფორმა ბუნებაში - გაბნეულია და მხოლოდ მისი 0,02 % არის საბადოებში. ამოფრქვეული ქანებში მისი შემცველობა მიახლოებით 100 მგ/ტ. დანალექ ქანებში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია დადგენილია თიხნარ ფენებში (200 მგ/ტ). მსოფლიო ოკეანის წყლები შეიცავს 0,1 მკგ/ლ ვერცხლისწყალს. ვერცხლისწყლის ძალიან მნიშვნელოვან გეოქიმიურ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვა ჰალკოფილურ ელემენტებს შორის მას გააჩნია ყვეკაზე მაღალი იოიზაციის პოტენციალი. ეს განსაზღვრავს მის იმ თვისებას, როგორიცაა მისი აღდგენის უნარი ატომარულ ფორმამდე (თვითნაბადი ვერცხლისწყალი), შედარებითი ქიმიური მდგრადობა ჟანგბადისადმი და მჟავეებისადმი.

 
ვერცხლისწყლის მადანი

უმრავლესი სულფიდური მინერალები შეიცავენ ვერცხლისწყალს. მისი განსაკუთრებით მაღალი შემცველობაა (პროცენტის ათასი და ასი ნაწილი) ანტიმონიტებში, სფალერიტებში და რეალგარებში. ორ ვალენტიანი ვერცხლისწყლის და კალციუმის, ერთვალენტიანი ვერცხლისწყლის და ბარიუმის იონების რადიუსების სიახლოვე განსაზღვრავს მათ იზომორფიზმს ფლუორიტებში და ბარიტებში. კინოვარში და მეტაცინაბარითში გოგირდი ზოგჯერ ჩაინაცვლება სელენით ან ტელურით. ცნობილია ძალიან იშვიათი ვერცხლისწყლის სელენიდი — ტიმანიტი (HgSe) და ონოფრიტი (ტიმანიტის და სფალერიტის ნარევი).

ზედაპირულ პირობებში კინოვარი და ლითონური ვერცხლისწყალი იხსნებიან წყალში ძლიერი დამჟანგავების არ ყოფნის პირობებშიც კი, მაგრამ მათი არსებობისას ([Fe2(SO4)3], ოზონიწყალბადის ზეჟანგი) ამ მინერალების ხსნადობა აღწევს ათობით მგ/ლ. განსაკუთრებით კარგად ვერცხლისწყალი იხსნება სულფიდებში, ტუტეებში, მაგალითად კომპლექსი HgS • nNa2S. წარმოქმნით, ვერცხლისწყალი ადვილად სორბირებს თიხასთან, რკინის ჰიდროჟანგებთან და მანგანუმთან, თიხნართან და ნახშირთან.[1]

ბუნებაში ცნობილია 20-მდე ვერცხლისწყლის მინერალი, მაგრამ მთავარი სამრეწველო მნიშვნელობა აქვს კინოვარს HgS (86,2 % Hg). იშვიათად მოიპოვებენ თვითნაბად ვერცხლისწყალს, მეტაცინაბარიტი HgS და შვატციტი (17 % Hg). მხოლოდ ერთ გუიტცუკოს (მექსიკა) საბადოში მთავარ მინერალს - მადანს წარმოადგენს ლივინგსტონიტი HgSb4S7. ვერცხლისწყლის საბადოების დაჟანგვის ზონებში წარმოიქმნება მეორადი ვერცხლისწყლის მინერალები. მათ უპირველეს ყოვლისა მიეკუთვნება თვითნაბადი ვერცხლისწყალი, იშვიათად მეტაცინაბარიტი, რომელიც განსხვავდება ასეთივე პირველადი მინერალებისაგან დიდი შემადგენლობის სიწმინდით. შედარებით გავრცელებულია კალომელი Hg2Cl2. ტერლიგუას საბადოში (ტეხასი) გავრცელებულია სხვა ჰიპერგენული ჰალოიდური ნაერთები — ტერლინგუაიტი Hg2ClO, ეგლესტონიტი Hg4Cl.

საბადოები

ვერცხლისწყალი ითვლება მეტად იშვიათ ლითონად.

ცნობილია ვერცხლისწყლის საბადოები ამიერკავკასიაში (დაღესტანშისომხეთში), ტაჯიკეთშისლოვენიაშიყირგიზეთშიუზბეკეთში.

ვერცხლისწყალი გარემოში

 
ვერცხლისწყლის შემცველობა მყინვარებში 270 წლის განმავლობაში

ინდუსტრიულ რევოლუციამდე ატმოსფეროში ვერცხლისწყლის შემცველობა შეადგენდა მიახლოებით 4 ნანოგრამს ლიტრ ყინულზე. ბუნებრივი წყაროები როგორებიცა ვულკანები, შეადგენენ ჰაერში გამონაბოლქვი ყველა ვერცხლისწყლის ნახევარს. მეორე ნახევარზე კი ადამიანია პასუხისმგებელი. ძირითადად ეს ხდება ნახშირის წვისას თბოელექტროსადგურებში — 65 %, ოქრო მოპოვება — 11 %, ფერადი ლითონების გამოდნობა — 6,8 %, ცემენტის წარმოება — 6,4 %, ნაგავის უტილიზაცია — 3 %, სოდის წარმოება — 3 %, თუჯი და ფოლადისწარმოება — 1,4 %, ვერცხლისწყლაი (ძირაითადად ელემენტებისათვის ბატარეები) — 1,1 %, და სხვა — 2 %.

ერთი ყველაზე ძლიერი დაბინძურება ვერცხლისწყლით მოხდა იაპონიის ქალაქში მინამატაში 1956 წელს, რამაც გამოიწვია მიახლოებით 3000-მდე მსხვერპლი, ზოგი დაიღუპა, ზოგი კი ძლიერ დაშავდნენ მინამატას ავადმყოფობით.

მიღება

ვერცხლისწყალს მიიღებენ კინოვალის წვით (ვერცხლისწყლის სულფიდი (II)). ეს მეთოდი ძველად გამოიყენებოდა ალქიმიკოსების მიერ. კინოვარის წვის რეაქციის განტოლება შემდეგია: HgS+O2→Hg+SO2

რუსეთში ცნობილია ვერცხლისწყლის 23 საბადო, სამრეწველო მარაგი შეადგენს 15,6 ათას ტონას (2002 წ.). ევროპის ვერცხლისწყლის მოპოვების უდიდესი ცენტრი XV საუკუნიდან მოყოლებული არის - სლოვენიური ქალაქი ინდრია.

ფიზიკური თვისებები

 
ვერცხლისწყლის გადასხმა ერთი ჭურჭელიდან მეორეში

ვერცხლისწყალი — ერთადერთი ლითონია რომელიც ნორმალურ პირობებში თხევად მდგომარეობაშია. გააჩნია დიამაგნეტიკისთვისებები. ბევრ ლითონთან წარმოქმნის თხევად შენადნობებს — ამალგამებს. არ ამალგამირებს მხოლოდ რკინასმანგანუმს დანიკელს.

ქიმიური თვისებები

ვერცხლისწყალი — ნაკლებად აქტიური ლითონია (ნახეთ ლითონთა აქტივობის მწკრივი).

300 °C-მდე გახურების შემთხვევაში ვერცხლისწყალი შედის რეაქციაში ჟანგბადთან: 2Hg + O2 → 2HgO წარმოიქმნება ვერცხლისწყლის (II) ოქსიდი, წითელი ფერის. ეს რეაქცია შექცევადია: ოქსიდის 340 °C -ზე მაღლა გახურებისას, ოქსიდი იშლება მარტივ ნივთიერებებად. ვერცხლისწყლის ოქსიდის დაშლის რეაქცია ისტორიულად არის ერთერთი პირველი ხერხი ჟანგბადის მისაღებად.

ვერცხლისწყლისა და გოგირდის გახურებით წარმოიქმნება კინოვარი (ვერცხლისწყლის სულფიდი(II)).

ვერცხლისწყალი არ იხსნება ისეთი მჟავეების ხსნარებში, რობლებსაც არ გააჩნიათ დამჟანგავი თვისებები, მაგრამ იხსნება მეფის არაყში (царская водка) და აზოტმჟავაში, ორვალენტიანი ვერცხლისწყლის მარილების წარმოქმნით. აზოტმჟავაში ჭარბი ვრეცხლისწყლის გახსნისას სიცივეში წარმოიქმნება Hg2(NO3)2.

II ჯგუფის ელემენტებს შორის მხოლოდ ვერცხლისწყალს უჩნდება შესაძლებლობა ძალიან მდგრადი ელექტრონული გარსის დაშლისა 6d10, რაც იძლევა შესაძლებლობას (+4) ვერცხლისწყლის ნაერთების არსებობისა. ასე რომ, ნაკლებად ხსნადი Hg2F2 და ხრწნადი წყლის HgF2 გარდა არსებობს HgF4, რომელიც მიიღება ვერცხლისწყლის ატომებისა და ნეონისა და ფტორის ნარევის ურთიერთქმედებით 4К ტენპერატურის პირობებში[2].

გამოყენება

 
სლოვენიის ქალაქი იდრია — ევროპის ვერცხლისწყლის მოპოვების უდიდესი ცენტრი

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის გამო რომ ვერცხლისწყალი ძალიან ტოქსიკურია, ის თითქმის მთლიანად ამოღებულია სამედიცინო პრეპარატების დამზადებიდან.

 

  • ნიადაგების ზდკ — 2,1 მგ/კგ
ნანახია: 1429 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar