არალითონები — ქიმიური ელემენტები ტიპური არალითონური თვისებებით, იკავებენ პერიოდული სისტემის მარჯვენა ზემოთა კუთხეს. შესაბამისი პერიოდების მთავარ ქვეჯგუფებში მათი განლაგება შემდეგია:
|
თუთია — პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მეორე ჯგუფის, თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერია 30. აღინიშნება სიმბოლოთი (ლათ. Zincum). მარტივი ნივთიერება თუთია (CAS-ნომერი: 7440-66-6) ნორმალურ პირობებში — მყიფე გარდამავალიმოვარდისფრო-თეთრი ფერის ლითონი (ფერმკთალდება ჰაერზე, იფარებათუთიის ოქსიდის თხელი ფენით). |
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა მენდელეევის მიერ 1869 წლის 1 მარტს აღმოჩენილი პერიოდულობის კანონის გრაფიკული ასახვაა. სისტემას არაფორმალურად "მენდელეევის ცხრილს", "პერიოდულობის სისტემას" ან უბრალოდ "პერიოდულ სისტემას" უწოდებენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ სახელი "პერიოდულობის სისტემა" გაუმართლებელია როგორც ქიმიური, ასევე გრამატიკული თვალსაზრისითაც. არსებობს ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის წარმოსახვის რამდენიმე სახე. მათ შორის ყველაზე უფრო გამოყენებულია გაშლილი და შემჭიდროებული ცხრილები (იხ. სურათი ქვემოთ). |
სპილენძი — ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Cu (ლათ. Cuprum, კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან მოდის[1]) და მისი ატომური ნომერია 29. იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში. სუფთა სპილენძი გარეგნულად მოწითალო-მოვარდისფროა მცირე ოქროსფერი ელვარებით, რბილი და კარგად ჭედადი ლითონია. იგი კარგი ელექტრო- და თბოგამტარიცაა, რის გამოც იგი გამოიყენება ელექტროგამტარებისა (სადენების) და თბოგამტარების დასამზადებლად. გამოიყენება ასევე საშენ მასალად და მრავალი შენადნობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია.ა |
ნატრიუმი (ლათ. Natrium) — ქიმიური ელემენტი, თეთრი ფერის რბილი ტუტე ლითონი. ატომური ნომერი Z=11, ატომ. მასა - 22,9898 დაჟანგვის რიცხვი - 1, მუხლი (+) ნატრიუმი მესამე პერიოდის პირველი ელემენტია.
მეტალური ნატრიუმი პირველად მიღებულ იქნა ჰემფრი დეივისს მიერ 1807 წ. ნატრიუმის ჰიდროქსიდისგამლღვალი მასის ელექტროლიზით. მისი სახელწოდება წარმოქმნილია არაბული სიტყვეის "ნატრონ"-იდან და ბერძნული სიტყვიდან "ნიტრონ"-იდან, რაც სოდას ნიშნავს. |
ოქრო— ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Au(ლათ. Aurum, "აურორა" - აისი.[1]) და მისი ატომური ნომერია 79. იგი რბილი და ძლიერპლასტიკური, მბზინვარე ლითონური ყვითელი ფერის ლითონია;[2] იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში. |
კალიუმი (K) — (ლათ. Kalium). I ჯგუფის ტუტე მეტალი. ატომური ნომერი — 19; ატომური წონა — 39,10. მიღებული იყო დევის მიერ 1807 წელს ელექტროლიზის საშუალებით მწვავე კალიუმის ხსნარიდან. სახელწოდება კალიუმი მიიღო არაბული სიტყვიდან ალკალი „ტუტე“. |
ტყვია— ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pb (ლათ. Plumbum - სახელწოდების წარმოშობა უცნობია[1]) და მისიატომური ნომერია 82. იმყოფება ლითონთა მთავარი ჯგუფის მეთოთხმეტე ჯგუფში ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. ტყვიას აქვს ყველაზე დიდი ატომური ნომერი მდგრად ელემენტებს შორის, თუმცა მომდევნო უმძიმეს ელემენტს, ბისმუტს, გააჩნიანახევრად დაშლის პერიოდი, რომელიც ისეთი ხანგრძლივია, რომ შეიძლება ჩაითვალოს მდგადად. ტყვიის ოთხ მდგრად იზოტოპს გააჩნია 82 პროტონი, "მაგიური რიცხვი" ატომის ბირთვის ღრუბელისებურ მოდელში. |
ვერცხლისწყალი(ლათ. Hydrargyrum) — II რიგისა და მე-6 პერიოდის ქიმიური ელემენტი. ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში მისი აღმნიშვნელი სიმბოლოა Hg, ატომური ნომერი - 80, ხოლო ატომური მასა - 200,59. ვერცხლისწყალი ერთადერთი ლითონია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში თხევადი სახით გვხვდება. |
ლითონები — მარტივი ნივთიერებები რომელთათვისაც ჩვეულებრივ პირობებში დამახასიათებელია მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა, ელექტროგამტარობის უარყოფითი ტემპერატურული კოეფიციენტი, ელექტრომაგნიტური ტალღების არეკვლის კარგი უნარი (ბზინვა და გაუმჭვირობა), პლასტიკურობა და ბზინვარება. ლითონებს სხვანაირად მეტალებსაც უწოდებენ.
|